იცით რას აკეთებთ?

“ნაშრომზე რეალურად მუშაობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ იცით, რას აკეთებთ”
(ბარი ს. პარსონსონი www.uss.ge)

понедельник, 7 февраля 2011 г.

ხელნაწერიდან ელ წიგნამდე

1. პროექტის სახელი: „ხელნაწერიდან ელ წიგნამდე.“

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
სტუდენტები მოიძიებენ, იკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას,
დიდი ცივილიზაციები  თუ როგორ ცდილობდნენ მოეხდინათ არსებული გამოცდილებებისა და ცოდნის შეგროვება, სისტემატიზაცია და მომავალი თაობებისათვის გადაცემა და რომ  ამ მიზნით იქმნებოდა ცოდნის სხვადასხვა სახის რიპოზიტორები - საცავები (ბიბლიოთეკები, პინაკოთეკები, მუზეუმები...) სასახლეებში თუ ტაძრებში, ციხე-სიმაგრეებსა თუ მონასტრებში.იძიებენ დროისა და ტექნოლოგიების შესაბამისად თუ როგორ იცვლებოდა და იხვეწებოდა საცავების სტრუქტურა, სისტემატიზაციის წესები, მომსახურების პროცედურები, თუ როგორ ზემოქმედებდა ტექნოლოგიური ცვლილებები ამ სფეროზე. მოიძიებენ ინფორმაციას უძველესი ხელნაწერების შესახებ სხვადასხვა ბაზებსა და საცავებში, ასევე გამოიკვლევენ ელ. ბიბლიოთეკების, ელ.ობიექტების საცავების წსრმოშობა-განვითარების ისტორიას, შექმნიან ბლოგებს და ცვლიან მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, ფოტო სურათებს, ვიდეომასალას შერჩეული პერიოდის შესახებ.
              სტუდენტები იყოფიან იყოფიან ჯგუფებად, განიხილება სტრატეგიები, თუ რა და როგორ იქნას მოძიებული; შემდეგ სტუდენტები ამუშავებენ მოგროვილ მასალას .
ისინი პასუხობენ კითხვებს: რა მნიშვნელობა აქვს ხელნაწერების შენახვას საცავებში, რა მნიშვნელობა აქვს ელ.წიგნებს, და ა. შ.
3. ვადები/ხანგრძლივობა: 20011 წლის მარტი-მაისი
4. პროექტის შესაძლო აქტივობები ჯგუფში:
შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, ვებ- გვერდების გაკეთება / განთავსება/, ინტერვიუს გაკეთება და სურათების გადაღება, ფოტო და ვიდეო მასალის შეგროვება, ვიდეო-ფილმების შექმნა, ბუკლეტების გაკეთება, კონფერენციები, ბლოგების გაკეთება.

5. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
ვებ-ბლოგები, ვიდეო ფილმები, ბუკლეტები.

6. სარგებელი სხვებისთვის: კულტურათაშორისი დიალოგი.

7. სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური

8. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ინტეგრირებული.
ამ პროექტის განხორციელებით სტუდენტები გაიუმჯობესებენ კვლევის, ანალიზის უნარებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების (ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით)უნარებს და სხვა.
9. პროექტის ფასილიტატორი: ელიზა ბაგალიშვილი,
10. პროექტის ფორუმი:
11. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ElzaBagalishvili@gmail.com
12. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:xelnaweri.blogspot.com 

ბიბლიოგრაფია
1.ბარი ს. პარსონსონი  www.uss.ge
2.დ.კიზირია https://docs.google.com/present/view?id=df4gk46z_45cz6b59dq&loop=true
3.Manuscript Studies, Literary Value, and the Object of Chaucer Studies
Robert J. Meyer-Lee Studies in the Age of Chaucer, Volume 30, 2008, pp. 1-37 (Article)
http://muse.jhu.edu/search/save 
4.http://library.iliauni.edu.ge/opac.html
Title Poems Chiefly from Manuscript
Author Clare, John

Publication Date 2005
Publisher Project Gutenberg
electronic resource
Abstract 
Online Resources


http://www.gutenberg.org/etext/8672

Rights